RSS
მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნა
17.05.2010 14:18

დღეს მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნა. რუსული სააგენტოების ცნობით, გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო, რუსული საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი კელინი, სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები მაქსიმ ღვინჯია და იგორ ახბა.

რუსული წყაროების მტკიცებით, ცერემონიალს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ნიკარაგუას წარმომადგენლებთან ერთად, სირიის დიპლომატიური მისიის წევრებიც დაესწრნენ.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი