ცხინვალის რეჟიმის მიერ რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვის შესამოწმებლად ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი ჩავიდა.
პანოვი, რომელიც ამავე დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენის უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარეცაა (რუსეთის მიერ შექმნილი ორგანო, რომელიც კოკოითისთვის არასასურველი პრემიერ ბროვცევის კადრებითაა დაკომპლექტებული – რედ.), 5 კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს. დელეგაცია ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს, რომლებიც მედიისთვის დახურული იქნება.
რუსული დელეგაციის ვიზიტი 26 მაისს დასრულდება. უახლოეს მომავალში იგეგმება რუსეთის საანგარიშო პალატის დასკვნის გამოქვეყნება, რომელშიც იქნება ასახული ზემოხსენებული კომისიის მუშაობის შედეგები.
|