RSS
რუს სამხედროებს ცხინვალელთა ბედი მხოლოდ მედიის წინ აწუხებთ
31.05.2010 17:58

ქ. ცხინვალში და მის ახლო შემოგარენში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი სისტემატიურად ამოწმებს ქართველი მოსახლეობის მიერ 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების შედეგად მიტოვებულ საცხოვრებელ სახლებს, სადაც ასახლებენ იქ უკანონოდ (საბუთების გარეშე) შეჭრილ მოქალაქეებს და ბინებს (სახლებს) დროებითი სარგებლობის წესით გადასცემენ დღემდე უბინაოდ და კერძო სექტორში ქირით მცხოვრებ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ბუნებრივია, რუსი სამხედროები, როგორც წესი, ჯერ საკუთარი პირობების გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებენ. ხოლო ,,საქმისათვის თუ გახდა საჭირო’’, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, რასაც არც თუ იშვიათად აქვს რეალობაში ადგილი, ცხინვალელებსაც არ დატოვებენ ყურადღების გარეშე. ანუ, როგორც ქართულ ანდაზაშია: ,,ჯერ თავო და თავო ...’’.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი