ჩვენს თვალთმაქც და პიარ-ტექნოლოგიების ბატონობის ეპოქაში შეიძლება ნებისმიერ სიყალბესა და თვალთმაქცობას შეხვდე. მაგრამ ყოველივე ეს გამაოგნებელ აბსურდამდე მიდის. ამის რეალური მაგალითია ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მოძრაობის “მსოფლიო ნაციზმის გარეშე” დამფუძნებელი კრებისადმი, რომელიც დაგეგმილია 20-22 ივნისს კიევში, მიწერილი წერილი.
ამ წერილში, ადამიანი, რომელსაც ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დოკუმენტურად დაფიქსირებული ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნოწმენდის ფაქტებზე, ქართველი სამხედროებისა და უბრალო მოქალაქეების მხეცურ წამებასა და მკვლელობებზე, ოსებს შორის კაცთმოძულეობის იდეოლოგიის დანერგვასა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სხვა მრავალი სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის - არც მეტი, არც ნაკლები აცხადებს, რომ მას (!) „არ შეიძლება არ აწუხებდეს ნეონაციზმის, აგრესიული ნაციონალიზმის, ქსენოფობიის და ანტისემიტიზმის იდეოლოგიის გავრცელების მცდელობა ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, უკრაინის, რუმინეთის, საქართველოსდა სხვა ევროპული ქვეყნების ახალგაზრდებს შორის”.
როგორც ითქმის, კომენტარი ზედმეტია.
|