ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ამის შესახებ აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების დირექტორი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა.
"ჩვენ საქართველოს დიდ დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მზად ვართ რუსეთს აუხსნათ ის მიზნები, რომლებსაც საქართველოში ვახორციელებთ", - განაცხადა მაკფოლმა.
"ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ და ჩვენს უთანხმოებას ამ საკითხზე რუსეთთან მიმართებაშიც არ ვმალავთ", - აღნიშნა აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების დირექტორმა.
|