RSS
აშშ ცდილობს მოსკოვს საქართველოდან ჯარები გააყვანინოს
23.06.2010 11:17

აშშ-ს მიზანია, დაარწმუნოს რუსეთი, რომ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, მაიკლ მაკფოლმა რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.

„ვაშინგტონმა უკვე სტუმარს არც ისე სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ“, – იუწყება სააგენტო „იტარ-ტასი“.

„ობამას ადმინისტრაციას განზრახული აქვს, განიხილოს მოსკოვის მოქმედებები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ამ რეგიონებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრ სახლში რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი