ეროვნული უშიშროების საბჭომ გუშინ განიხილა კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები. განხილვა მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა.
კულუარული ინფორმაციით, ოფიციალური თბილისი დოკუმენტის „სამოქმედო გეგმა ჩართულობის მიზნიც“ ფარგლებში სთავაზობს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების ნორმალიზების 7 კონკრეტულ ინსტრუმენტს. ინსტრუმენტები ითვალისწინებენ სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში შუამავალთა ოფისების შექმნას, რომლებიც პასუხს აგებენ ხელისუფლებათა შორის კონტაქტებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის სპეციალური დროებითი დოკუმენტების შემოღებას, რომლებიც მისცემენ საშუალებას ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ისარგებლონ საავადმყოფოთა მომსახურებით და აწარმოონ ბიზნესი, აგრეთვე საზღვარგარეთ გასამგზავრებელი სპეციალური დოკუმენტების გაცემა, საერთაშორისო ორგანიზაციის მართვის ქვეშ „ნდობის ფონდის“ შექმნა, რომელიც კონფლიქტის ზონებში არასამთავრობოთა პროექტებს დააფინანსებს. ინსტრუმენტები ასევე ეხება ბიზნესის წარმოებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ინვესტიციებს და საბანკო ოპერაციებს კონფლიქტურ რეგიონებში.
|