RSS
კლინტონი: რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები
05.07.2010 17:10

“შეერთებული შტატები მოითხოვენ 2008 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე” – განაცხადა თბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე. ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ “რუსეთი არ თავისუფლდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისაგან. თუმცა მათ ცალმხრივი ნაბიჯები მაინც გადადგეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისათვის’’.

“ჩვენ მუდმივად განვიხილავთ ოკუპაციის საკითხს ჩვენს რუს კოლეგებთან და 24 ივლისს ვაშინგტონში პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ მედვედევს მკაცრად განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე, მისი ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი’’,–აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა, თქვა რა, რომ ,,გადატვირთვა’’ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ხარჯზე არ მოხდება.

„ჩვენ აგრეთვე მივუთითეთ, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მისიის განხორციელების აუცილებლობაზე და კონფლიქტის გადაწყვეტის არაძალისმიერი მექანიზმების შექმნის თაობაზე’’,–აღნიშნა აგრეთვე კლინტონმა. მან განაცხადა, რომ არ იცის როდის გადაწყდება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, მაგრამ საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის აღმშენებლობის გზა.

,,რუსულმა ოკუპაციამ არ შეცვალა საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და რეფორმებისაკენ და ეს ძალიან კარგია, იმდენად რამდენადაც მხოლოდ დემოკრატიის გზით განვითარებულ ეკონომიკას შეუძლია საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტა– ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხი უნდა დაეწიოს განვითარებულ საქართველოს,– მიაჩნია აშშ–ს სახელმწიფო მდივანს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი