მოსკოვი თავის მარიონეტულ რეჟიმთან ცხინვალში აფორმებს ხელშეკრულებას კულტურის სფეროში. დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს დღეს რუსეთის დედაქალაქში, რისთვისაც მოსკოვში გაემგზავრა ე.წ. ,,კულტურის მინისტრი’’ თამერლან ძუცევი. ამ დოკუმენტის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობის პროგრამის შედგენა რუსეთის კულტურის სამინისტროსა და მათი კოლეგების თანამშრომლობაზე ოკუპირებული ტერიტორიიდან 2010–2012 წლებში.
|