RSS
DEBKAfile: აფხაზეთში განლაგებული ს-300-ები აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგაა მიმართული
20.08.2010 15:48

ებრაული გამოცემის DEBKAfile მტკიცებით, რუსეთის მიერ აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის C-300-ის განლაგების მიზეზი საქართველო კი არა, აშშ და ისრაელი იყო, რომელთაც, შესაძლოა, ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმები მიაყენონ.

ამ ინფორმაციას გაზეთი ამერიკულ და ებრაულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა თქმითაც, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავები, რაკეტები ან უპილოტო საფრენი აპარატების, რომელთა განადგურებისთვის, მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა იყოს საჭირო.

ამერიკული წყაროების აზრით, აფხაზეთში განლაგებული C-300-ების მოწინააღმდეგე აშშ-ს მე-6 ფლოტი, შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული ამერიკული ბაზებია - „Mikhail Kogalniceanu“ და „Bezmer“.

DEBKAfile-ს წყაროების მტკიცებით, რუსული ს-300-ები ბულგარეთისა და რუმინეთის ამერიკული ავიაბაზებიდან აფრენილ იმ თვითმფრინავებს დაბლოკავენ, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით, ირანის ჩრდილოეთით დარტყმის მიყენებას შეეცდებიან. ასევე, ირანის დასაბომბად, ისრაელი ჩრდილოეთი მარშრუტს ვეღარ გამოიყენებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი