RSS
სოხუმმა მოსკოვის წინადადებების განხილვაზე უარი თქვა
23.08.2010 10:19

სოხუმმა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნების შესახებ მოსკოვის წინადადებების განხილვაზე უარი თქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმს „რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონებრივი უფლებების აღდგენის კონცეფციია“ და შესაბამისი ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისიის მუშაობა რამდენიმე თვის წინ შესთავაზა.

 

სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი იმის გამო არ განიხილეს, რომ გაუგებარია, ვის წინადადებებს წარმოადგენდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილ დოკუმენტი - მასზე არ იყო რუსეთის პრეზიდენტის რეზოლუცია და სამინისტროს სარეგისტრაციო ნომერი.

შამბამ ამ საკითხზე საჯარო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ადგილობრივმა პრესამ აფხაზეთის ხელისუფლება ეროვნული ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულა.

 

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი