მას შემდეგ რაც "როსნეფტმა" ყურადღება მიაპყრო "დამოუკიდებელ" აფხაზეთს, "ექსპერტთა კლუბი" პირველი დღიდან ადევნებს თვალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ რუსული კომპანიის საქმიანობას. თავისი "კეთილი" ზრახვების შესახებ "როსნეფტი"-ს ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთებული პირველივე განცხადებებიდან ნათელი გახდა, რომ კრემლმა ნავთობმაგნატის არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ მიზნებში გამოყენება გადაწყვიტა, რასაც ჩვენ არაერთი მასალა მივუძღვენით.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არაკომპეტენტურობაში გვდებდნენ ბრალს და პროვოკატორებსაც კი გვიწოდებდნენ, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოება თანდათანობით მაინც რწმუნდებოდა ჩვენი პოზიციის მართებულობაში. ხოლო სოხუმში გამომავალ გაზეთ "ნუჟნაია"-ში 2010 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნებული სემიონ პეგოვის სტატია "Как взять шельфство над Абхазией" სრულად ადასტურებს და იმეორებს აღნიშნული თემის ირგვლივ ჩვენი პუბლიკაციების ძირითად თეზისებს.
ავტორი ყველაზე დამაფიქრებლად ოკუპირებულ აფხაზეთში "როსნეფტი"-ს პრეზიდენტის სერგეი ბოგდანჩიკოვის "გახშირებულ სტუმრობას" მიიჩნევს. პეგოვის აზრით, "აფხაზეთში "როსნეფტი"-ს შემოსვლას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური". ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თვით რუსეთში "როსნეფტი"-ს უფრო მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას, რომელთა მიხედვით "წინასწარ ცნობილი უფრო სერიოზული და მდიდარი საბადოების დამუშვება მიმდინარეობს, ინფორმაციული და PR-კამპანიის თვალსაზრისით გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა". სტატიის ავტორისათვის ძნელად წარმოსადგენია, რომ "ბოგდანჩიკოვი ესწრებოდეს ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის მოძრავი ლაბორატორიის ყოველი გადაცემის, თუ თითოეული ბენზინგასამართი კომპლექსის გახსნის ცერემონიალს, ან პირადად უკეთებდეს ინსპექტირებას სამეცნიერო-კვლევით საზღვაო ხომალდებს, რომლებიც ამა თუ იმ შელფზე აკვატორიის შესწავლით არიან დაკავებულნი".
ავტორის ამ მოსაზრებებზე ნამდვილად ღირს შეჩერება. დავიწყოთ მოძრავი ლაბორატორიით. როგროც სტატიაშია ნახსენები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეალიზაციაში არსებული ნავთობროდუქტების ხარისხის კონტროლის მიზნით, "როსნეფტ"-მა აფხაზებს შესაბამისი მოძრავი ლაბორატორია საჩუქრად გადასცა. მაგრამ ისმის კითხვა: ვინ გააკონტროლებს უშუალოდ ამ ლაბორატორიის საქმიანობას? ან რამდენად მიუკერძოებელი იქნება ანალიზის პასუხი?! ისედაც ხომ ცნობილია, რომ "როსნეფტი" გეგმავს "დამოუკიდებელი" აფხაზეთის ნავთობპროდუქტების ბაზრის სრული მონოპოლიზირება მოახდინოს. თუ კომპანიამ თავისი მიზნების მიღწევას ფასების მანიპულირებით ადგილობრივი ბიზნესმენების უხეშად და დაუფარავად ბაზრიდან განდევნას შეეცადა, აფხაზეთში ამას შურაცხყოფად და "მასპინძლის" უპატივისმცემლობად აღიქვამენ. ხოლო "ნაჩუქარ" ლაბორატორიაში ანალიზის შედეგების გაყალბებით, "კონკურენტების" ჩამოსაცილებლად თავისუფლად შეიძლება ანტირეკლამაზე ითამაშო. საბოლოო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში "მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები"-ს იმიჯით "როსნეფტი" ერთადერთ მომწოდებელ კომპანიად დარჩება, ხოლო "უხარისხო" საწვავის რეალიზაციაში "მხილებული" ადგილობრივ მომწოდებლებს "საქმის დახურვა" მოუწევთ. ვინაიდან ოკუპირებული აფხაზეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაკავებული ადგილობრივი ბიზნესმენები საქმიანობის კლანური გადანაწილების წესით მოქმედებენ და მარიონეტულ რეჟიმში მფარველებიც საკმაო რაოდენობით ჰყავთ, ზემოხსენებული მეთოდი შესაძლოა ნაკლებეფექტური აღმოჩნდეს და პროცესი დროში გაიწელოს. ამ შემთხვევაში მოსკოვიდან აუცილებლად წამოვა სპეციალური დირექტივა და ბაღაფშის "მთავრობა" იძულებული გახდება პირადად განახორციელოს "როსნეფტი"-ს ბიზნესისათვის "ხელშემშლელი ფაქტორების" ლიკვიდაცია. თავიანთ ქმედებებს კი ისევ "ნაჩუქარი" ლაბორატორიის შედეგებს დაუდებენ საფუძვლად, რომლებიც, რატომღაც, შესაძლოა პირველ მონაცემებზე უფრო ნეგატიური აღმოჩნდეს.
ეხლა გავერკვეთ რითია დაკავებული საქართველოს აკვატორიაში, კერძოდ კი ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი "დენებ"-ი, რომელიც იქ მიმდინარე წლის ივლისიდან იმყოფება.
როგროც ცნობილია, "დენებ"-ი მუშაობს შპს "РН-Шельф Абхазии" დაკვეთით, რომელიც, თუ ბაღაფშს დავუჯერებთ, აფხაზურ-რუსულ ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს, ხოლო ბოგდანჩიკოვის სიტყვებით ვითომ ეს "ერთობლივი საწორმო" 100%-ით რუსული კომპანია "როსნეფტი"-ს საკუთრებას წარმოადგენს. ისეა თუ ასე, ამ ფირმამ, რომელსაც აფხაზეთის შელფის გუდაუთის მონაკვეთზე გეოლოგიური კვლევების ჩატარების ლიცენზია გააჩნია, რომელშიც ასევე შელფის ეკოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები შედის, "დებენ"-ს აფხაზეთის აკვატორიაში ნავთობის მარაგების საძიებო სამუშოების ჩატარება შეუკვეთა. ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგები გამოყენებული იქნება ნავთობის არსებობაზე ჩასატარებელი სადაზვერვო სამუშოების დაგეგმვისა და თევზის რეწვის ადგილობრივი მეურნეობისათვის ამ სამუშაოებით მიყენებული შესაძლო ზარალის დასადგენად. ანუ, მხოლოდ სადაზვერვო სამუშოებმაც კი საზღვაო შელფის ფლორასა და ფაუნას შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს. როგროც თვითონ ბოგდანჩიკოვმა განაცხადა, ყველაფერი ეს სამუშაო საჭიროა იმისათვის, "რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს შევადაროთ რა იყო და რა მივიღეთ".
მხოლოდ ეკოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ჩასატარებლად "როსნეფტი" საერთო ჯამში მილიარდნახევარი რუბლის დახარჯვას აპირებს. თუმცა არც ბოგდანჩიკოვს, და არც მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს ბაღაფშს ერთი სიტყვა არ დასცდენიათ, თუ რა ზიანს მიაყენებს "როსნეფტ"-ის საქმიანობა "დამოუკიდებელი" აფხაზეთის ტურისტულ ბიზნესს, რომელიც 50 მილიონ დოლარის ფასად ჩიტების სკლინტების კუნძულ ნაურუს მიერ "აღიარებული რესპუბლიკის" ბიუჯეტის ძირითად და უმნიშვნელოვანესს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
"ექსპერტთა კლუბი" თავიდანვე აღნიშნავდა, რომ ნავთობის მოპოვება "როსნეფტი"-სათვის არ წამოადგენს ძირითად მიზანს, რამდენადაც ამგვარ პროექტზე მუშაობის დაწყებაც კი ეკონომიკური თვალსაზრისით "დაქცეულ კერიასთან დარჩენის" ტოლფასია. "როსნეფტი"-ს წარმომადგენლსა და "РН-Шельф Абхазии"-ს დორექტორს ვადიმ ივანცოვს ამგვარი რისკების არსებობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას "შემთხვევით" დასცდა. მიმდინარე წლის 4 ოთებერვალს მარიონეტული რეჟიმის "საზოგადოებრივი პალატის" წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრეზე ივანცოვმა აღიარა, რომ კომპანია ("როსნეფტ"-ი - რედ.) რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავს, ვინაიდან ნავთობი შესაძლებელია საეერთოდ არ აღმოჩდეს.
ამის დასტურად შეიძლება თითონ "როსნეფტი"-ს ხელმძღვანელის სიტყვები მოვიყვანოთ. "აფხაზეთის შელფის ტერიტორიაზე ბურღვითი სამუშაოების დაწყებამდე, კომპანიის მიერ ნოვორასიისკის შავი ზღვის შელფზე ორი დაზვერვითი მნიშვნელობის ჭა გაიბურღება. ჩვენ შავი ზღვის შელფზე ექსპერიმენტებს არა აფხაზეთიდან, არამედ რუსეთის ტერიტორიიდან ვიწყებთ" - განაცხადა ბოგდანჩიკოვმა. ეს კი იმაზე მიუთითებეს, რომ აფხაზეთის შელფი "როსნეფტი"-სათვის პრიორეტიტს არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ბაღაფშის მხრიდან საქართველოს აკავატორიის აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობის შესაძლო მპოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2006 წელს გაჟღერდა, რასაც უმალ გამოეხმაურა "ლუკოილი"-ს ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი. დაადასტურა რა ფახაზეთის აკვატორიაში "მძიმე ნავთობის" არსებობა, მან აღნიშნა, რომ იქ არსებული ნავთობი მისი არარენტებალობის გამო "არ ღირს იმ დანახარჯებად, რაც საჭიროა მისი მოპოვებისათვის და არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს".
ამჯერად, "როსნეფტი"-ს პროექტის რენტაბელობის საკითხი განვიხილოთ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს "ლუკოილ"-მა და "როსნეფტ"-მა ერთობლივი შპს "პრიაზოვნეფტი" ჩამოაყალიბეს, რომელმაც, აზოვის ზღვის შელფის გეოლოგიური შესწავლის თაობაზე ნებართვის აღების მიზნით, 2002 წელს რუსეთის ფედერაციის ბუნების რესურსების სამინისტროს შესაბამისი განცხადებით მიმართა. წარდგენილი პროექტი აზოვის ზღვის შელფზე სეიმოსლოგიური სადაზვერვო კვლევებისა და სამი საძიებო ჭის ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების სალიცენზიო ფართობი 5 430 კვადრატულ კილომერტს მოიცავდა, ხოლო ამ სამუშაოების ბიუჯეტი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. გრაფიკის გათვალისწინებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად უკვე 2007 წელს აზოვის ზღვის შელფზე ნავთობი აღმოჩენილი იქნა და დღეისათვის მისი ათვისების სამუშოები მიმდინარეობს.
როგროც ვხედავთ, აფხაზეთში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით გაუმართლებელი ზარალის გაღებაზე "ლუკოილი" უარს აცხადებს, თუმცა, შავი ზღვის ნავთობის ათვისებაში აზოვის პროექტში მისი პარტნიორი კომპანია - "როსნეფტი" მაინც თანხმდება საქართველოს აკვატორიაში, კერძოდ ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობის მოპოვებით დაკავდეს. ამასთან, "როსნეფტი" იმასაც აცხადებს, რომ მზადაა დაიწყოს სამძებრო ბურღვითი სამუშაოები, თუ უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში სეისმოაკუსტიკური დაზვერვა აღმოაჩენს სტრუქტურებს, რომლებიც, შესაბამისი გათვლების გათვალისწინებით, შემდგომი სამუშაოების გაგრძელების რენტაბელურობას დაამტკიცებს.
ამჯერად, სრული სურათის მისარებად, აზოვისა და ოკუპირებული აფხაზეთის შელფებზე ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობითი და ფინანსური თანაფარდობა გავაკეთოდ.
"როსნეფტი"-ს წარმომადგენელი და "РН-Шельф Абхазии"-ს დირექტორის ვადიმ ივანცოვის განცხადებით, აფხაზეთში, 2 500 კვადრატული კილომეტრი სალიცენზიო შელფზე ჩასატარებელი დაზვერვითი სამუშოებისათვის კომპანია დაახლოებით 10 მილიარდ რუბლამდე (დაახლოებით 350 მლნ. აშშ დოლარი) დახარჯვას აპირებს. უფრო გასაგები სიტყვებით რომ ვთქვათ, აზოვის პროექტთან შედარებით "როსნეფტ"-ს აფხაზეთში 2,172 კვადრატული კილომეტრით ნაკლებ ფართობზე ჩასატარებელი ანალოგიური სამუშაოები 3,5-ჯერ უფრო ძვირი უჯდება. საინტერესოა, ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაში რამდენად ძვირი დაუჯდება "როსნეფტს" უშუალოდ მისი მოპოვება? ყველაფერი ამის შემდეგ ბოგდანჩიკოვი და ბაღაფში კიდევ საუბრობენ აფხაზეთის, როგროც ნავთობმომპოვებელი "ქვეყნის" პერსპექტივაზე?!
მაშინ, როდესაც მსოფლიო ფასების ბუმის პერიოდში"ლუკოილმა" აფხაზეთში მისი მოპოვება იდეის დონეზეც კი არარენტაბელურად აღიარა, დღეისათვის "შავ ოქროზე" დაბალი ფასების პირობებში იქნებ ბაღაშმა და ბოგდანჩიკოვმა საერთო გაანგარიშებებით და უშუალოდ ციფრებით ის მაინც აგვიხსნან რა შანსი გააჩნია აფხაზეთში მოპოვებულ ნავთობს, მომგებიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნულოვანი ბალანსი მაინც რომ შეინარჩუნოს? მაგრამ ისედაც ნათელია, რომ ასეთ გაანგარიშებების წარმოდგენას არავინ აპირებს, ვინაიდან ამ პროექტის ეკონომიკური გათვლების საფუძველზე კომერციული რენტაბელობის ნებისმიერი დამტკიცების მცდელობა უნაყოფო აღმოჩნდება.
თუ ვინმეს სურს "როსნეფტი"-ს ქმედებებში ლოგიკა დაინახოს, ყურადღება მისაქცევია არა კომერციულ, არამედ ამ პროექტის პოლიტიკურ მხარეზე. კომერციული ზარალი პროექტის "პოლიტიკური შენაძენების" ხარჯზე ბალანსირდება. "როსნეფტი" აფხაზეთში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას თავისი სრული კონტროლის ქვეშ იღებს. საწვავზე ფასების მანიპულირება (საწვავზე ფასების მატება პირველი აუცილებლობის საგნებზე და სოფლის მეურნების პროდუქციაზე ფასების მატებას იწვევწს) "პოლიტიკური აუცილებლობიდან" გამომდინარე, საშუალებას აძლევს დაძაბოს სიტუაცია. ანუ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის განწყობილებების მანიპულირების და სურვილისამებრ სოციალური კრიზისის გამოწვევის მიზნით, რომლის დროსაც იოლია პოლიტიკური დივიდენდების მიღება, მოსკოვი ზემოქმედების კიდევ ერთ სერიოზულ ბერკეტს იძენს. აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან ნავთობის მოპოვება მათ მთავარ, ტურისტული ბიზნესის შემოსავლების გარეშე დატოვებს. როგროც იტყვიან - ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს! თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც მთლად ისეა ბოლომდე საქმე, როგროც ეს კრემლში სურთ. არსებული რეჟიმის რუსეთისადმი უსიტყვო მორჩილებით უკმაყოფილოთა პროტესტული მასა აფხაზეთში მაინც არსებობს. ამის დასტურად შეიძლება ისევ სემიონ პეგოვის სიტყვები მოვიყვანოთ: "აფხაზეთში "როსნეფტი"-ს შემოსვლას ყველა ადგილობრივი ბიზნესმენი და გასამართი სადგურების მფლობელი როდი ხვდება სიხარულით... არაერთხელ გაჟღერებულა მოსაზრება, რომ უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას ადგილობრივი ბიზნესისა და მეწარმეებისათვის დაეჭირა მხარი, ვიდრე ნაციონალური ეკონომიკის ეს სექტორი თუნდაც რუსული, მაგრამ მაინც უცხოური კომპანიისათვის გადაეცა...". ისე, კი, რა სიკეთეს უნდა ელოდო სახელმწიფო კომპანიისაგან, რომელმაც, თუ გავაანალიზებთ მისი განვითარების ისტორიას (განსაკუთრებით 1998 წლის დასაწყისიდან. სწორედ ამ პერიოდიდან, ფსბ-ს ხელმძღვანელად დანიშვნიდან იწყება პუტინის კარიერის აღმასვლა), თავისი "წარმატებული კომპანიის" იმიჯი სხვის გვამებზე სიარულით შექმნა.
რას ვიზამთ, მარიონეტები მიტომაც არიან მარიონეტები, რომ ისინი სხვისი ხელებით იმერთებიან. მართალია ზოგს ეს პროცესი მოსწონს, მაგრამ უმეტესობას - არა. აფხაზები ამ ხვედრს მხოლოდ საკუთარი ძალებით თუ დააღწევენ. იქნებ აფხაზურ საზოგადოებაში ბოლოს და ბოლოს გაიღვიძოს სურვილმა გაიაზრონ წარსული, საღად შეხოდონ არჩეულ გზას და კითვებზე - ვინ? რა მოხდა? რატომ მოხდა? რა ვაკეთოთ? - პასუხის გაცემით, მიმდინარე პროცესებს ადეკვატური შეფასება მისცენ.
|