2 სექტემბერს ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რესპუბლიკის ხელმძღვანელის სახელწოდების შეცვლის შესახებ და დღეიდან მას პრეზიდენტის მაგივრად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური ეწოდა.
რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატუსის შეცვლის შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ ოსეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, დაღესტნის, ადიღესა და ბურიატიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა. თუმცა ამ წამოწყებას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც თათრეთისა და ბაშკირეთის სახით. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის სახელწოდების გაუქმებას მოყვება „რესპუბლიკის“ სტატუსის შეცვლაც, რაც გამოიწვევს ნაციონალური ტერიტორიული წარმონაქმნების გაუქმებასაც. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას და სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ფედერალური მოწყობის პრინციპს.
თათრეთისა და ბაშკირეთის ხელმძღვანელებმა სინანული გამოთქვეს იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერებს არ ეყოთ ვაჟკაცობა და პრინციპულობა ამ საკითხის გადაწყვეტის დროს.
აღსანიშნავია, რომ არც ჩერქეზულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გაიზიარეს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიცია პრეზიდენტის სტატუსის შეცვლის შესახებ.
|