საინფორმაციო სააგენტო ,,Рес,,-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგორის რაიონში ცხინვალის სეპარატისტთა რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თავის გარემოცვასთან ერთად უმასპინძლა რეგიონში სტუმრად მყოფ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ხელმძღვანელობით. სტუმრებს დაათვალიერებინეს იქ განთავსებული სრულიად რუსეთის კატასტროფების საველე სამედიცინო ცენტრი "Защита" .
იმავე წყაროს ცნობით, ე.კოკოითის ხელმძღვანელობით და სტუმრების მონაწილეობით, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა ერთობლივი სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ცხინვალი-ახალგორის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალის მშენებლობის განახლების საკითხი.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის შემოდგომაზე ცხინვალი-ახალგორის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა მოულოდნელად იქნა შეჩერებული, რომლის მიზეზადაც ოფიციალური წყაროების მიერ ფინანსური სახსრების უკმარისობა სახელდებოდა.
|