RSS
ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონს დახმარება გადასცეს
03.09.2010 14:01

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს ქალაქის სოციალურ დაწესებულებებს.

როგორც ოკუპანტთა ერთერთმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმირ რუბცოვმა განაცხადა, ეს დახმარება გამიზნულია რეგიონის სოციალური ობიექტებისათვის.

ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა სარეაბილიტაციო ცენტრ "ნადეჟდას", ცხინვალის სკოლა–ინტერნატს, ცხინვალის უხუცესთა სახლს და საბავშვო ბაღებს.
თუმცა, როგორც ცენტრ "ნადეჟდას" დირექტორის მოადგილემ ვალენტინა ტოლკუნოვამ აღნიშნა, ეს 2008 წლის აგვისტოს რუსულ–ქართული დაპირისპირების შემდეგ მხოლოდ პირველი დახმარებაა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება