რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ლავროვმა მკრეხელობა უწოდა ბელორუსში გახმოვანებულ განცხადებას ქ. მინსკში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ინციდენტთან დაკავშირებით რუსული მხარის შესახებ.
,,მე არც კი მინდა კომენტარი გავაკეთო ასეთ მკრეხელურ განცხადებაზე ’’,– თქვა მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. ლავროვმა ასევე აღნიშნა: ,,უკვე მოისმინა, რომ დადგენილია კვალი და ეჭვმიტანილები მალე მოიძებნებიან’’.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ უცნობმა პირებმა მინსკში რუსეთის საელჩოში შეაგდეს აალებადი სითხით სავსე ბოთლი. მაშინ საბედნიეროდ არავინ დაზარალებულა. მოგვიანებით, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ამ ინციდენტში რუსული მხარის მონაწილეობის შესაძლებლობას.
|