აფხაზური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს 3 სექტემბერს ქ. სოხუმში კაფე “ამრაში” შედგა ახალი საზოგადოებრივი ტელესტუდია „Асаркьа“ ( «სარკე»)–ს პრეზენტაცია, რომელიც დააფუძნეს აფხაზურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა: ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრმა, სოხუმის მედია–კლუბმა და გაზეთმა ,,ნუჟნაიამ’’, სოხუმის ახალგაზრდულმა სახლმა და სხვებმა.
როგორც სტუდიის აღმასრულებელმა დირექტორმა როზიტა გერმანმა განაცხადა: ,,ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ტელევიზია აფხაზეთში მთლიანობაში იყოს ადექვატური და მოთხოვნადი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევიტანოთ ჩვენი წვლილი საერთო საინფორმაციო პროცესში“... აგრეთვე საზოგადოებას მივაწოდოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხედულებები სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე’’–თქვა ჟურნალისტმა რ.გერმანმა.
|