RSS
ევკუროვმა რუსეთის ფედერაცია გააუქმა
03.09.2010 15:56

ჯერ კიდევ ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს–ბექ ევკუროვმა არა მარტო გააუქმა პრეზიდენტის თანამდებობა ჩრდილო კავკასიაში, არამედ რუსეთის ფედერაციაც. რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ერთად აზერბაიჯანში ვიზიტით ყოფნის დროს მან გააკეთა განცხადება, რომელშიც ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები ,, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ოლქებად მოიხსენია, რომლებიც ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში შედიან’’.

,,მე ჩამოვედი აზერბაიჯანში რათა იმ ხელშეკრულების პუნქტებზე ვიმსჯელო, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერ–ნოემბერში დაიდება რუსეთის ოლქებთან, რომლებიც შედიან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში’’,– სააგენტო ,,Интерфафакс''-ი ციტირებას უკეთებს ევკუროვის გულახდილობას დღევანდელი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების ახალ ფედერალურ ოლქში სავარაუდო მოწყობაზე.

ამასთან ერთად ინგუშეთის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ურთიერთობების განვითარებას ყველა სფეროებში, და რომ, შეთანხმების ერთ ერთი პუნქტით გათვალისწინებული იქნება აზერბაიჯანთან ურთიერთინვესტირება’’.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება