RSS
საგანგებო შემთხვევა აზერბაიჯანის მეჩეთში
03.09.2010 16:13

3 სექტემბერს 00:15 საათზე აზერბაიჯანში ლიანკარანის რაიონში სოფელ გუმბაშის მეჩეთთან თავმოყრილ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს მასალინის რაიონიდან რამდენიმე მანქანით ჩამოსულმა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა. თავდასხმის შედეგად მოკლულია 1963 წელს დაბადებული ელშად გუსეინოვი. მძიმედ დაიჭრა 1985 წელს დაბადებული რამინ აგამალიევი.

თავდამსხმელების დასადგენად შეიქმნა საგანგებო სამძებრო-ოპერატიული ჯგუფი.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება