ცხინვალის რეჟიმი ახალგორის ქართულ მოსახლეობას ოსებად იხსენიებს. ახალგორელები ოსებად ცხინვალურმა მედიამ რაიონში რუსული საველე ჰოსპიტალის საქმიანობის გაშუქებისას მოიხსენია.
რუსული საველე ჰოსპიტალი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, 22 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მუშაობდა.
“ამ დროის განმავლობაში რესპუბლიკის მოქალაქეებს უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს – ლენინგორის რაიონში მუშაობდა საველე ჰოსპიტალი, სადაც გამოკვლევა 1500-ზე მეტმა ოსმა გაიარა.”, - იუწყება ერთ-ერთი ცხინვალური საინფორმაციო ვებგვერდი.
|