რუსეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს ახალ სამხედრო ხელშეკრულებაზე. "დუშამბის ოთხეულის" ჩარჩოებში ტაჯიკეთში მყოფი რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა და მიმღები ქვეყნის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას რუსეთის ჯარების ტაჯიკეთში ყოფნის ვადის კიდევ 49 წლით გაგრძელებაზე.
როგორც ცხადდება, სათანადო უწყებებს მიეცათ დავალება ხელშეკრულების დოკუმენტების მომზადებაზე 2012 წლის პირველი კვარტალისათვის.
შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთმა შეძლო თავისი ინტერესების დაკმაყოფილება მსგავსი მიმართულებით – სამხედრო ბაზის ყოფნის ვადის გაგრძელებაზე ანალოგიური ხელშეკრულება დადო სომხეთთან, ხოლო უკრაინასთან – მის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ყოფნის ვადის გაგრძელებაზე. რა გამოვა დუშანბესთან მიღწეული ჯერ-ჯერობით ზეპირი შეთანხმებიდან – ამას მომავალი გვიჩვენებს.
|